სოფელ კუჭატანის საძოვრების საკითხზე გამოძიება დაიწყო
ყვარელში, სოფელ კუჭატანში მესამე დღეა გასხვისებული საძოვრების უკან დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ადგილობირივი მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. ისინი საძოვრის მეპატრონეს დღეს შენობის გადაწვით ემუქრებიან.
,,იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, საძოვრის მეპატრონეს შენობა-ნაგებობის გადავუწვამთ”, – განაცხადეს ადგილობრივებმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პროტესტის ნიშნად სოფელ კუჭატანის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესიც ჩაიშალა. აქციაზე მოსახლეობა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მივიდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ სოფელ კუჭატანში მოსახლეობამ 37 ჰა საძოვრის ფარულად გასხვისება გააპროტესტა.
საძოვრის მეპატრონე მოსახლეობასთან მოლაპარაკების გამართვაზე უარს აცხადებს. მასთან მოლაპარაკება ვერც ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეძლო.

