ყვარელსა და ახმეტაში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები დალუქეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ინფორმაციით, მოქმედი სახერხი საამქროები რეგისტრირებული არ არის მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ ბაზაში.
,,განხორციელდა სახერხი საამქროების დემონტაჟი. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის რაიონულ სასამართლოებს,”– განაცხადეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში.