გურჯაანის გამგეობა 3 ვაკანსიაზე კონკურსს ხელახლა გამოაცხადებს
კონკურსში მონაწილეობდა 80 პეტენდენტი, რომელთაგან პიველი ეტაპი მხოლოდ ოცდათექვსმეტმა მონაწილემ გადალახა.
,,იმ კონკურსანტებმა, რომლებმაც ტესტირების ეტაპი წარმატებით გადალახეს, გასაუბრების ეტაპზე იქნენ დაშვებული. მოსული 17 კანდიდატიდან კომისიის მიერ 5 მონაწილე იქნა შერჩეული. დარჩენილ 3 ვაკანსიაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება’’,- განუცხადა knews.ge-ს გურაანის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრმა ბექა მაისურაძემ.
კომისიამ კონკურსანტები შეარჩია სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტის, კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტის, ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტისა და ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობებზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გამგეობის მიერ გამოცხაებულ ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენა, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე, (hr.gov.ge) 10 დღის განმავლობაში შეეძლოთ. თითოეულ კანდიდატს უფლება ჰქონდა განაცხადი ერთდროულად 5 ადგილზე წარედგინა. კონკურსი 25 თებერვალს გამოცხადდა და 6 მარტს დასრულდა.
გურაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტური დარჩა შემეგი პოზიციები: გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ძირკოკის ადმინისტრაციული ერთეულში; ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურში – ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში და ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის საკითხებში.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად, რომელიც საბუთების გადარჩევას, ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.
საჯარო მოხელეთა შესარჩევი საკონკურსო ტესტები 60 კითხვით არის განსაზღვრული. ტესტები მოიცავს კონსტიტუციას, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და ზოგად უნარ-ჩვევებს. კონკურსანტებმა მესამე ეტაპზე გადასასვლელად 51%-იანი ზღვარი უნდა გადალახონ.