გურჯაანის გამგებელს საკრებულოს დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ
მან გერგიძე დაადანაშაულა წარმომადგენლობითი ორგანოს დისკრდიტაციაში, რომელსაც საკრებულოს სხდომაზე ქოჩორაშვილისა და გამგებელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
საკრებულოს წევრების განცხადებით, დაპირისპირების მიზეზი გახდა გამგეობის მიერ სხდომაზე ინიცირებულ საკითხი, რომელიც გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი შენობის პროფილის შეცვლას შეეხებოდა.
“შენობის პროფილის შეცვლის საკითხი გამგეობამ შემოიტანა განსახილველად, გამგებელმა კი ვეტო დაადო. მას 35 დეპუტატიდან 34-მა დაუჭირა მხარი. გერგიძეს შეეძლო საერთოდ არ გამოეტანა საკითხი განხილვაზე და თავად მიეღო გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ გამგებლის ეს საქციელი საკრებულოს დისკრედიტაციაა”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სიმონ ქოჩორაშვილმა.