”თელავის ღვინის მარანმა” ახალი ღვინის ჩამოსხმა დაიწყო
”საწყის ეტაპზე ვაპირებთ ცქრიალა ღვინის 4-5 დასახელების წარმოებას. რაც შეეხება კონკურენტუნარიანობას, ჩვენი პროდუქცია ყოველთვის მოთხოვნადია ბაზარზე. შესაბამისად, ველით, რომ ჩვენთან წარმოებულ ცქრიალა ღვინოზეც მოთხოვნა დიდი იქნება”, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა ზურაბ რამაზაშვილმა.
კომპანია ექსპორტს მსოფლიოს 26 ქვეყანაში ახორციელებს.