“ერთი კაცის ყმები უნდა ვიყოთ?” , – კუჭატანში საძოვრების გასხვისება გააპროტესტეს
ადგილობრივებმა, რომლებიც კერძო მეპატრონეს გაყიდული საძოვრის უკან დაბრუნებას სთხოვენ, ტერიტორია საკუთარი ძალით დაიკავეს. მათ საძოვარზე შემოვლებული ღობე დაანგრიეს და მეპატრონეს სარგებლობა აუკრძალეს.
,,საუბარი გვაქვს 37 ჰექტარ მიწაზე, რომელიც ფარულად გასხვისდა. ჩვენ მოვიგეთ დავა სასამართლოშიც, თუმცა მფლობელმა მიწის დაბრუნება მაინც შეძლო და მის დათმობას არც ფულადი გარიგების შემთხვევაში აპირებს. რითი შევინახოთ ოჯახები, რომ ეს საძოვარიც არ დაგვიტოტონ სარგებლობაში. ეს ერთი ადამიანი ბატონი გახდა სოფელში. ერთი კაცის ყმები უნდა ვიყოთ?”, – განაცხადა სოფელ კუჭატანში მცხოვრებმა მანანა ეფემიაშვილმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკება ვერც მათ შეძლეს. ინციდენტის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.