გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა
შემთხვევა ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო 2030.news-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ავიდა ელექტროგადამცემ ტრანსფორმატორზე შესაკეთებლად, რომლის დროსაც დენმა დაარტყა და ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილს ექსპერტიზა გურჯაანის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა.
knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის გაზის, ნავთობის, ან ნავთობ პროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. მოკვლევას გურჯაანის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.