თელავში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია გაიმართა
კამპანიის ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო მსვლელობა და თელავის ტურიზმის ცენტრის შენობა კი სიმბოლურ ლურჯ ფერად განათდა. ღონისძიება კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა. როგორც knews.ge-ს ორგანიზაციის მენეჯერმა ნანა ათუაშვილმა განუცხადა, აუტიზმი განვითარების დარღვევაა, რომელიც ნეგატიურად აისახება კომუნიკაციურ და სოციალურ უნარებზე.
,,აუტიზმის ზუსტი მიზეზები არ არის დადგენილი, თუმცა ხშირად ის ბიოლოგიურად ან თავის ტვინის ანატომიური თავისებურებებით არის განპირობებული, სიმპტომებიც განსხვავებულია: ბავშვი გამოსცემს უჩვეულო ხმებს, აქვს კვების თავისებური მახასიათებლებები, არ თამაშობს სათამაშოებით, ფუნქციის შესაბამისად აქვს მწირე სოციალური უნარები და ასე შემდეგ. ამ სპექტრის მქონე ბავშვებს ხშირად საერთოდ არ გააჩნიათ ან აქვთ ძალიან მწირი მეტყველება. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეების აღჭურვა მეტი ინფორმაციით, რათა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აუტისტური სპექტრის მქონე პირთა ჩართულობა და ინტეგრაცია გაიზარდოს”, – განუცხადა knews.ge-ს ნანა ათუაშვილმა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველწლიურად, 2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება.