ახალი ამბები

გურჯაანის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატებს“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს

მისი განცხადებით, საკადრო ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება. შაოშვილმა ფრაქციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი დავით ჭუნიაშვილი ჩაანაცვლა. 
,,დავით ჭუნიაშვილი არის ,,თავისუფალ დემოკრატების” გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ამავდროულად იყო ფრაქციის ხელმძღვანელიც. იქიდან გამომდინარე, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და საქმე ბევრია, გადავწყვიტეთ, საქმე გადაგვენაწილებინა და აღნიშნულ პოზიციაზე მე დროებით შევცვალე”,- განუცხადა Knews.ge-ს გია შაოშვილმა.