კახეთში ელექტროშოკური აპარატით თევზაობის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
როგორც knews.ge-ს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში განუცხადეს, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სამართალდამრღვევები, მდინარე ალაზანზე, ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ.
„სამართალდამრღვევებს მოპოვებული ჰქონდათ 1 კგ კარჩხანის, 26 კგ ჭანარის, 3 კგ შამაიას და 9 კგ ხრამულის სახეობის თევზი. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მათ ჩამოერთვათ კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს“, – განუცხადეს knews.ge-ს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში.