ყვარლის ცენტრალური ბიბლიოთეკა საერთაშორისო საქველმოქმედო პროექტში ჩაერთო
პროექტი ertad.ge საერთაშორისო საფინანსო კომპანიის, 4Finance – ის მიერ საქართველოში წარმოდგენილი ბრენდის, Vivus.ge-ს პატრონაჟით ხორციელდება.
„ertad.ge საქველმოქმედო პროექტია, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს მიზნების მიღწევაში დაეხმარება. აღნიშნულ პროექტში უკვე მონაწილეობს ყვარლის ცენტრალური ბიბლიოთეკა. ჩვენ შეგვიძლია მისი დახმარება ხმის მიცემის საშუალებით. მოგიწოდებთ, აქტიურად დავუჭიროთ მხარი, ყვარელში საბიბლიოთეკო სიცოცხლის გაღვივებას. თქვენი ერთი ხმა შესაზლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს”, – განუცხადეს knews.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.