ახალი ამბები

გაეროს ელჩები კახეთის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ელჩებმა კახეთის გუბერნატორთან შეხვედრა გამართეს და რეგიონის განვითარების გზებზე ისაუბრეს.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაეროში კოსტა-რიკის, ფიჯის, გვატემალას, ჰონდურასის, მალავის, პანამის, სიერა-ლეონეს, ტანზანიის და ზამბიის ელჩებმა ყვარელი დაათვალიერეს და მის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.
ელჩები ესტუმრნენ ყვარელში კომპანია „მეღვინეობა ხარებასა“, სადაც გვირაბში მდებარე ღვინის საცავი მოინახულეს. დელეგაციის წევრებმა ღვინის დეგუსტაციაში, პურის გამოცხობასა და ჩურჩხელის ამოვლებაშიც მიიღეს მონაწილეებმა.
,,გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და რეგიონში არსებულ ვითარებას 28 მარტიდან ეცნობიან. ვიზიტის ფარგლებში მათ შეხვედრები გამართეს, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულეს იუსტიციის სახლი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო”, -განაცხადეს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.