თელავში ფსიქიატრიული კლინიკა აშენდება
ფსიქონევროლოგიური დისპანსერის მშენებლობასა და სამედიცინე აპარატურით აღჭურვას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო დააფინანსებს. საელჩოს ეკონომიკურმა და კომერციულმა მრჩევლმა ლიუ ბომ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ ურთთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს მოაწერეს.
საქართველოში იმყოფება ჩინეთის ხუნანის არქიტექტურული დიზაინის ინსტიტუტის ჯგუფიც, რომელიც ქართველ კოლეგებთან ერთად ფსიქიატრიული საავადმყოფოს პროექტზე მუშაობს. კლინიკის მშენებლობა სენაკშიც იგეგმება.
“ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონებში პრობლემა გვქონდა ფსიქონევროლოგიური დისპანსერების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ეს პირველი სერიოზული პროექტია ჩვენს ჩინელ მეგობრებთან ერთად და ვფიქრობთ, რომ მომავალში სხვა მიმართულებითაც ვიმუშაოთ”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ.