კოლეჯ ,,აისში” ნარჩენების სეპარირებისა და კომპოსტირების ტექნოლოგიების დანერგვა დაიწყეს
პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ (WMTR) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში კოლეჯის აგრარული მიმართულების სპეციალობის სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის საინფორმაციო ტრენინგი ჩატარდა ნარჩენების სეპარირებისა და კომპოსტირების შესახებ.
,,კოლეჯის სადემონსტრაციო ნაკვთში შეირჩა ადგილი, რომელიც ყველაზე ოპტიმალური აღმოჩნდა საკომპოსტე ნაყარის განთავსებისთვის. სტუდენტებმა განათავსეს საკომპოსტე ყუთი. კოლეჯის ტერიტორიაზე პროექტის წარმომადგენლებმა ახალი ნაგვის ურნები განათავსეს. ჩამოტანილია 4 ბუნკერი, რომლებიც ფერების მიხედვით სხვადასხვა სახის ნარჩენის შეგროვებას ემსახურება. ლურჯ ბუნკერში გროვდება ქაღალდი, წითელში – პოლიეთილენი, ხოლო მწვანე ბუნკერები კი, შერეული ნარჩენისთვის არის განსაზღვრული”, – აცხადებენ Knews.ge-სთან კოლეჯში.
პროექტს, ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონში (WMTR), ფინანსურ მხარდჭერას უწევს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს International City/County Management Association CENN- თან ერთად.