„მის ლაგოდეხი 2016“ 14 წლის ხატია ბაღაშვილი გახდა
გამარჯვებულს საჩუქრად გვირგვინი და სხვადასხვა ფასიანი საჩუქარი გადაეცა. ღონისძიებაზე გამოვლინდა „მაყურებლის სიმპათიაც“, რომლის მფლობელი 15 წლის მარიამ გიკაევი გახდა. გიკაევი სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლაში სწავლობს. როგორც knews.ge-ს ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის პრესსპიკერმა დავით ჭაბაშვილმა განუცხადა, კონკურსის გამარჯვებული ხატია ბაღაშვილი „მის საქართველოს 2016-ის“ ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
„მის ლაგოდეხი 2016“-ის ფინალურ ტურში ხატია ბაღაშვილი, მარიამ გიკაევი, მარი ტაბატაძე და ნათია სხირტლაძე მონაწილეობდნენ. სილამაზის კონკურსი ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.