პანკისის ხეობის პრობლემების მოსგვარებლად სპეციალური ჯგუფი შეიქმნება
მოსახლეობა სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. ადგილობრივები ალაზნის ხეობის ნაპირგამაგრების აუცილებლობაზეც ამახვილებენ ყურადღებას. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ ხეობაში ამ პრობლემების მოგვარება უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს.
„წლებია, რაც პანკისის ხეობაში სანიაღვრე სისტემა გაუმართავია. წვიმის დროს სახლების პირველი სართულები გვეტბორება. ხელისუფლებამ ხეობაში ამ პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს. ალაზნის ხეობის ნაპირგამაგრებაც აუცილებელია. ხეობაში ბევრი პრობლემაა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს საკითხები უნდა მოგვარდეს“, – განუცხადეს knews.ge-ს პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა.