თელავის თემში შენობების ენერგოეფექტურობის შეფასება დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში სოფელ ფშაველში მშენებარე საბავშვო ბაღში ენერგოეფექტური ღონისძიებები განხორციელდება. 50 000 დოლარი გრანტის სახით გამოიყო.
“მერების შეთანხმების” პროექტის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტს ესტუმრა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც თვითმმართველ თემში შენობების მდგომარეობას სწავლობს. ექსპერტები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ წარუდგინეს ის მონახაზი და რეკომენდაციები, რომელიც სასურველია გავითვალისწინოთ ფშავლის საბავშო ბაღის მშენებლობის პროცესში. ამაჟამად მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მდგრადი განვითარების გეგმის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც დაწყებულია შენობების ენერგოეფექტურობის შეფასება”,- განუცხადა Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ზურაბ ენუქიძემ.