ახალი ამბები

თელავში ისტორიული მუზეუმი ოქტომბერში გაიხსნება

ქალაქის მერი პლატონ კალმახელიძე ერეკლე მეორის სასახლის რეაბილიტაციას საუკუნის პროექტად აფასებს და აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარკვეული ნაწილი დასრულებულია. ,,ქალაქის მაცხოვრებელების აზრის გათვალისწინებით შევძელით, განგვეხორციელებინა აღნიშნული სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თელაველებს ვუთხრა, რომ ნოემბერში ერეკლეობის დღესასწაულის გარკვეულ მონაკვეთს სწორედ მეფის სასახლეში ვიზეიმებთ,” – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ. ბატონის ციხის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკის აფინანსებს. სარემონტო სამუშაოებს კი სამშენებლო კომპანია “ჯავა” მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ახორციელებს.