სოფელ იორმუღანლოში ახალი სკოლა აშენდა
სკოლის შენობაგანათლების და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გახსნა.
ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ სოფელ იორმუღანლოს სკოლაში სწავლობს 1200-ზე მეტი მოსწავლე, რომლებიც წლების განმავლობაში ოჯახებში მოწყობილ არასტანდარტულ, სასწავლო პროცესისათვის შეუფერებელ საკლასო ოთახებში სწავლობდნენ. ნაქირავებ შენობებში განთავსებული სასწავლო ობიექტები ერთმანეთისაგან რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული.
,,ახალი სკოლის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, სადაც გათვალისწინებულია ყველა დეტალი, ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, აღჭურვილია ახალი ინვენტარით, აქვს თანამედროვე გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლას-კაბინეტი”,- განაცხადა თამარ სანიკიძემ.