ახალი ამბები

გურჯაანში საიამ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონულ მედიაში არსებულ გამოწვევებზე. 
„ჩვენს შევხვდით კახეთის რეგიონში დასაქმებულ ჟურნალისტებს. ვისაუბრეთ რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის, რა გამოწვევებია რეგიონულ მედიაში, რა პრობლემებს ხვდებიან ჟურნალისტები სხვადასხვა მედია პროდუქტის მომზადებისას. ჟურნალისტებისაგან მიღებულ ინფორმაციას გამოვიყენებთ ჩვენ მიერ მომზადებულ კვლევაში. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამომავლოდ დავგეგმავთ, თუ რა მიმართულებით ვიმუშაოთ რეგიონებში მედიაგარემოს გასაუმჯობესებლად”, – განუცხადა knews.ge-ს მედიის პროექტის კოორდინატორმა თეონა მაჭარაშვილმა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრებს ქუთაისში, გორსა და ბათუმშიც გამართავს.