თელავში გზების ორმოულ შეკეთებაზე 530 000 ლარი დაიხარჯება
გზის საფარის ორმოულ შეკეთებაზე 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 530 000 ლარი დაიხარჯება. თელავის მერის პლატონ კალმახელიძის განცხადებით, ამჟამად სარემონტო სამუშაოები ალაზნის გამზირზე მიმდინარეობს.
,,აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ქალაქის ცენტრალური ქუჩები შეკეთდება, ხოლო შემდგომ აღდგენითი სამუშაოები ყველა შესაბამისი საჭიროების მქონე ქუჩაზე ჩატარდება”,– განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.