ახალი ამბები

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა (Photos)

ცენტრში ხეობაში მცხოვრები საჯარო სკოლის მოსაწვლეები და ახალგაზრდები შეისწავლიან ქართულ და ინგლისურ ენებს, მათემატიკას, კომპიუტერულ პროგრამებსა და თექაზე მუშაობას. როგორც knews.ge-ს კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ანა იმედაშვილმა განუცხადა, ცენტრში საგანმანათლებლო შეხვედრები, სემინარები და საჯარო ლექციებიც გაიმართება. 
„საგანმანათლებლო ცენტრის გახსნით ჩვენ მიზნად ვისახავთ, პანკისის ხეობაში რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ მიიღოს არაფორმალური განათლება. ჩვენ ამ მიმართულებაზე ვართ ორიენტირებულები. კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი ხეობის საჯარო სოკლების მოსწავლეებს საზოგადოებრივი და სამოქალაქო აქტივობების განხორციელებაში მაქსიმალურად შეუწყობს ხელს“,- განუცხადა knews.ge-ს ანა იმედაშვილმა. 
საგანმანათლებლო კურსები დაფინანსებულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ნიდერლანდების საელჩოს მიერ. კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ცენტრის გახსნას პანკისის ხეობის სოფელ ქორეთშიც გეგმავს.