ახალი ამბები

ლაგოდეხში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის უკანონო ფაქტი გამოავლინეს

დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევს ჩამოერთვა იარაღი, რომელიც დაილუქა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
შეგახსენებთ, რომ გადამფრენ ფრინველზე ნადირობის სეზონი 1 მარტს დაიხურა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, აკრძალულ პერიოდში ნადირობა ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს 500-700 ლარის ოდენობით.
,,იმ შემთხვევაში თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, შესაძლოა, პირის მიმართ დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი”,- განაცხადეს გარემოს დაცვის სამინისტროში.