ახმეტაში ავარიას 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა
თვითმხილველების განცხადებით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიის დროს ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.