,,პატრიოტთა ალიანსმა” გურჯაანში რაიონული ოფისი გახსნა
ორგანიზაციას კოალიცია ,,ქართული ოცნების” და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო ბერიკაშვილის უხელმძღვანელებს.
ბერიკაშვილის განცხადებით, გურჯაანში პარტია აქტიურად დაიწყებს საქმიანობას. მისივე თქმით, “პატრიოტთა ალიანსში” გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
,,ჩვენი ოფისის კარი ღიაა იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ქვეყნისთვის და შვილებისთვის კარგი მომავალი უნდა. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გურჯაანელებს ვპირდებით წლების წინ დაკარგული ანაბრების ეტაპობრივად დაბრუნებას. აპრილში დაგეგმილია კრების ჩატარება, რომელსაც პარტიის გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილიც დაესწრება”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სოსო ბერიკაშვილმა.