სიღნაღში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
,,ჩავატარეთ სოლიდარობის მცირე აქცია, რომლითაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოხატეს თანადგომა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ. ახალგაზრდებმა მოაწყეს ფლეშმობი და ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა. გამგეობა ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა ჩვენგანმა ხელი შევუწყოთ ინკლუზიური, მრავალფეროვანი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ნებისმიერ ინდივიდს, მათ შორს დაუნის სინდრომის მქონე პირებს შესაძლებლობა ექნებათ სრულფასოვნად ჩაეღონ საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროებში”, – განუცხადა Knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების კულტურის სამსახურის სპეციალისტმა მაია ჩერქეზიშვილმა.