თელავის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩატარდება
ღონისძიება თესაუსა და საქართველოს მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტის – “საუბრები ლიტერატურაზე” შემადგენელი ნაწილია.
საჯარო ლექცია თბილისის გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით გაიმართება.
პროექტის მიზანი ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერა, ცენტრისა და რეგიონის კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუტების თანამშრომლობაა.
თელავის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, დაიგეგმა საჯარო ლექციების ციკლი ძირითადად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
,,საქართველოს მწერალთა სახლი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გეგმავს პროექტის „საუბრები ლიტერატურაზე რეგიონებში“ განხორციელებას.საჯარო, თემატური ლექციები, (წლიურად 8 ლექცია), ჩატარდება ყოველი თვის ბოლოს, სასწავლო პროცესის პერიოდში. თითოეულ თემაზე (გერმანული, ფრანგული, ინგლისური, რუსული) ჩატარდება ორი ლექცია, პირველი ზოგადი და მიმოხილვითი, ხოლო მეორე კონკრეტული ლიტერატურული მიმდინარეობის ან ავტორის შესახებ, მომხსენებლის არჩევანის მიხედვით. მწერალთა სახლის სურვილია, რომ პროექტი „საუბრები ლიტერატურაზე რეგიონებში“ იყოს არა ერთჯერადი და ერთწლიანი პროექტი, არამედ თელავის უნივერსიტეტის შემდეგ ეტაპობრივად განევრცოს თანამშრომლობა საქართველოს სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებთანაც. პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის გოეთეს ინსტიტუტის, ბრიტანეთის საბჭოსა და ფრანგული ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით”, – განაცხადეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
საჯარო ლექცია 12 საათზე დაიწყება და სხდომათა დარბაზში ჩატარდება. შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.