შილდის ღვთისმშობლის ტაძრის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა მოეწყობა
პროექტის ფარგლებში რეკრეაციული ზონა მოეწყობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სოფელ შილდის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
„ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის განთავსებას ხელს ვუწყობთ. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ხორციელდება. ეს ადგილი დასვენების კიდევ ერთ კერად იქცევა. ამ დროისთვის უკვე დაირგო კვიპაროსის ნერგები, რომელიც მეღვინეობა “ხარებას” სანერგე მეურნეობამ სოფელს უსასყიდლოდ გადასცა“, – განუცხადეს knews.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.