თელავში 3 ქუჩაზე ასფალტის საფარი შეიცვლება
თელავის მერის, პლატონ კალმახელიძის ინფორმაციით, ბახტრიონისა და ჩოხელის ქუჩების რეაბილიტაციაზე 10 26 000 ლარი, ხოლო ფიროსმანის ქუჩის სარემონტო სამუშაოებზე 700 000 ლარი დაიხარჯება.
,,დავიწყეთ თელავში სამი მნიშვნელოვანი ქუჩის ჩოხელის, ფიროსმანის და ბახტრიონის ქუჩების რეაბილიტაცია, სადაც ასფალტის საფარი შეიცვლება სრულად, ჯამურად ეს არის 15 000 კვადრატული მეტრი. ამაში შედის გზის სავალი ნაწილის, აგრეთვე ქვეითი სავალი ნაწილის შეკეთება. გარდა ამისა, აღნიშნულ ქუჩებზე დაგეგმილია სანიაღვრე ქსელის მოწესრიგებაც”, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.