კახეთის გუბერნატორმა რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა
კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა და ქვეყანაში მედიის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, ჟურნალისტების როლი მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ინფორმირების კუთხით.
,,მინდა, მივულოცო ყველა ჟურნალისტს პროფესიული დღე. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტების როლი, მოღვაწეობა, შრომა იმისათვის რათა ჩვენს თანამოქალაქეებს ჰქონდეთ ყველა ის ინფორმაცია თუ რა ხდება რეგიონსა და ქვეყანაში. მინდა მადლობა გითხრათ გაწეული შრომისა და ურთიერთთანამშრომლობისათვის”, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი შიოლშვილმა.