კახეთში ჰაერის ტეპერატურა დღეს ღამე -3 გრადუსამდე დაეცემა
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ხვალ კახეთში დაფიქსირდება +8 გრადუსი სითბო, ხოლო ღამით ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა. ,,აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს ამაღამ და ხვალაც, იქროლებს დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსი იქნება. მთელი საქართველოს მასშტაბით ცივი ამინდი შენარჩუნდება 21 მარტსაც, დღის ტემპერატურა კი +5, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება”.
სინოპტიკოსებისვე ცნობით, 22 მარტიდან შედარებით გამოიდარებს, მაგრამ ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექი შენარჩუნდება. დღის ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს.