ახალი ამბები

,,ჩემი მეგობარი, ჩემი გარემოცვა” – აქცია წნორში

ორგანიზაციის წარმომადგენლის თამთა კუსრაშვილის ინფორმაციით, ღონისძიება რამდენიმე ნაწილს მოიცავს.
,,დილით, 11:00 საათიდან წნორის ქუჩებში დავარიგებთ საინფორმაციო ფლაერებს. შემდეგ ქალაქის მუსიკალური სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდება საინფორმაციო შემხვედრა. ღონისძიებას დაესწრებიან პედაგოგები, მშობლები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, 2 დღის ცენტრის წარმომადგენლები და ბენეფიციარები, ასევე, თემატიკით დაინტერესებული პირები. შეხვედრაზე ვისაუბრებთ დაუნის სინდრომის შესახებ, ასევე, რა მნიშნელობა აქვსადაპტირებულ ინკლუზიური გარემოს. შეხვედრის დასასრულს გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი მიძღვნილი კონცერტი, ასევე, ბავშვებთან ერთად გავუშვებთ ბუშტებსა და ფრანებს. ჩვენი წლევანდელი ლოზუნგი და პროექტის სახელწოდებაც გახლავთ ,,ჩემი მეგობარი, ჩემი გარემოცვა””, – აცხადებს knews.ge-სთან ღონისძიების ორგანიზატორი.