საგარეჯოში ახალგაზრდებისთვის ტრეინინგ-პროგრამა დაიწყო
ტრეინინგ-პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა ტიპის აქტივობების მომზადებას, მათ შორის, სასწავლო მოდულების, საინიციატივო პროექტებისა და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებას. პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს 60 ახალგაზრდა ქალაქ საგარეჯოსა და იორმუღანლოს თემიდან. პროგრამას მხარს უჭერს ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში„ მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით.