თესაუს აკრედიტებული პროგრამა შეემატა
პროგრამის მოცულობა 60 კრედიტია. კურსდამთავრებულს მასწავლებლის მოზადების სერტიფიკატი გადაეცემა და მოიპოვებს მასწავლებლობის უფლებას არჩეული მიმართულების შესაბამისად. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შესაძლებლობა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს აქვს.
,,კურსდამთავრებულს ექნება სათანდო კვალიფიკაცია იმისათვის, რომ ასწავლოს საბაზო/საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის (საათობრივი ბადის) მიხედვით პროგრამით განსაზღვრული საგნებიდან ერთ-ერთი: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფიზიკა, გეოგრაფია, ისტორია, ქიმია, ბიოლოგია, სპორტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, პროგრამაზე ჩაირიცხვა მოხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით და სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ”, – აცხადებენ უნივერსიტეტში.