ალავერდს ღვინის საერთაშორისო მაგისტრები სტუმრობენ
ღვინის სფეროში ასეთი მასშტაბური და წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი საქართველოში პირველად ხორციელდება და ორ დღეს გასტანს.
„ღვინის მაგისტრების ჩამოსვლა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს და ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით, რასაც შესაბამისად საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციადა ექსპორტის ზრდა მოჰყვება მსოფლიო მასშტაბით.“, – განუცხადეს knews.ge -ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
ვიზიტის დასრულების შემდეგ დაიწერება სტატიები მსოფლიოს წამყვან ღვინისა და კულინარიის ჟურნალებში, მოხდება საქართველოს ღვინის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაცია სოციალურ ქსელებში, ხელი შეეწყობა ტურისტებისა და განსაკუთრებით კი ღვინისა და კულინარიის ტურისტების ნაკადის გაზრდას.