ახალი ამბები

თელავში ოჯახური ძალადობის თემაზე დებატები გაიმართება

დებატები ჩატარდება არასამთავრობო ორგანიზაციების „კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა ბავშვთა კეთილდღეობისთვის“ , „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ და „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ორგანიზებით.
,,აღნიშნული დებატი „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ და „კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის“ ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემის გარშემო საჯარო დისკუსიის არსებობასა და პრობლემური საკითხების საზოგადოებრივ სივრცეში განხილვას ემსახურება. მიმდინარე თემა შერჩეულია რეგიონებში მისი აქტუალურობიდან გამომდინარე, როგორც მოსწავლეების, ასევე საზოგადოების სხვა ჯგუფების წარმომადგენლებისთვის”, – განაცხადა კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერმა ნანა ათუაშვილმა.