გურჯაანში ენდოკრინოლოგიის უფასო გამოკვლევა ჩატარდება
ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ელენე გიორგაძე ჩაატარებს უფასო გასინჯვებს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის (ვინც არ იმყოფება ინსულიოთერაპიაზე) და ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტირებული პათოლოგიის (ჩიყვი) მქონე პაციენტებისთვის. დამატებითი ინფორმაციისათვის პაციენტები უნდა დარეკონ ტელეფონის შემდეგ ნომერზე: 598982809. გამოკვლევა 2 აპრილს, კლინიკა „ახალ თაობაში“, გაიმართება.