25 წლის ახმეტელ ახალგაზრდას სასწრაფო დახმარება ესაჭიროება
ახმეტის საქველოქმედო ფონდის ინფორმაციით, 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
,,ამ ახალგაზრდამ უნდა იცოცხლოს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და სიკვდილს არ მივცეთ უფლება, წაართვას ის თავის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს! მისთვის ახმეტის საქველმოქმედო ფონდი პარასკევს, 18 მარტს, 16:00 საათზე, კულტურის სახლში ჩაატარებს საქველმოქმედო ღონიძიებას. ბილეთის ფასი იქნება 5 ლარი და გაყიდვა ხვალიდან დაიწყება. მოგიწოდებთ ყველას ახალგაზრდებს, უფროსებს, დავდგეთ ერთად და გადავარჩინოთ სიცოცხლით სავსე ახალგაზრდის ცხოვრება”, – ნათქვამია ახმეტის საქველოქმედო ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მამუკა სახლთხუციშვილის დასახმარებლად საქართველოს ბანკში ანგარიშია გახსნილი. საბანკო ანგარიშის ნომერია – GE26BG0000000856269200, მიმღები მარიამ წიკლაური.