განცხადება

რა იციან თელაველებმა ქეთევან იაშვილის შესახებ – გამოკითხვა

ადგილობრივების თქმით, იაშვილის ღვაწლის შესახებ საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული, რადგან 2012 წლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მისი სახელობის გალერეა დაინგრა, კოლექცია კი თელავის #1 საჯარო სკოლაშია დაცული, რომლის ნახვის უფლება დამთვალიერებელს უკვე მეხუთე წელია არ აქვს.

გამოკითხული თელაველების თქმით, აუცილებელია გალერეა აღდგეს და ის უნიკალური მხატვრული ნამუშევრები, რომელიც დალუქულია გამოიფინოს. მათი თქმით, ეს ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, ქეთევან იაშვილის კოლექციაში დაცულია VII-XVIII-XIX საუკუნეების დასავლეთ ევროპელ მხატვართა ნაწარმოებები, XIX- XX საუკუნეების რუსული სკოლის წარმომადგენლების, ქართული და უცხოური ქვეყნების ფერწერის ნიმუშები. კოლექციაში ასევე დაცულია 187-მდე რუსული, ჰოლანდიური, გერმანული და ფრანგული საუკეთესო ფერწერის ნიმუშები და ასევე ქართული სამხატვრო ხელოვნების ელენე ახვლედიანის, გუდიაშვილის და სხვა ლეგენდარული მხატვრების ნამუშევრები.