ახალი ამბები

თელაველი და ლაგოდეხელი ფეხბურთელების დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი და მე-3 მუხლით, ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული. გამოძიება გრძელდება სსსკ-ის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსნებთ, რომ გუშინ გურჯაანის საფეხბურთო კლუბ ,,ალაზანის” ორი ახალგაზრდა – თელაველი გ.მ და ლაგოდეხელი ა.ბ. მატჩის მსვლელობისას დაჭრეს. ინცინდენტი გურჯაანის საფეხბურთო კლუბ ,,ალაზანსა” და თბილისის ,,მარკ სტარის” ახალგაზრდებსა და გულშემატკივრებს შორის მოხდა.
,,დაპირისპირება მოხდა ფეხბურთელებსა და გუშემატკივრებს შორის. თამაშის დასრულებამდე 1 წუთი იყო დარჩენილი იყო რა დროსაც ჩვენი ფეხბურთელი წაიქცა და მწვრთნელმა შეაჩერა თამაში. ამაზე მეორე მხარემ უკმაყოფილება, მაგრამ სიტუაცია მალევე განიმუხტა. ამის შემდეგ მათი მხრიდან გულშემატკივარმა ჩვენს ფუხებურთელებს შეაგინა და გასარტყმელად გაიწია. ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა და ჩხუბი გაგრძელდა სტადიონის გარეთ. ამჟამად ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ-ერთი გვიან ღამესვე გამოწერეს, ხოლო მეორე ახალგაზრდა ჯერ ისევ რჩება კლინიკაში. ვიმყოფებოდით დაკითხვაზეც. იმედი გვაქვს, ფედერაცია საჭირო ზომებს მიიღებს რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს რათა ფეხბურთელებმა დაუცველად არ იგრძნონ თავი,“ – აცხადებს knews.ge-სთან საფეხბურთო კლუბ ,,ალაზანის“ დორექტორი შმაგი გაბახაძე.
knews.ge-ს ინფორმაციით, გუშინ ფეხბურთელებს შეხვდა ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, თუმცა ამ დრომდე სადისციპლინო კომისიას მომხდარზე განცხადება არ გაუკეთებია.