გურჯაანში 8 ვაკანსიაზე კონკურსანტების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრის, ბექა მაისურაძეს განცხადებით, ტესტირება 2 ეტაპად ტარდება. მისივე თქმით, 1 ვაკანსია სოფელ ძირკოკში გამგებლის წარმომადგენელის, 3 სოფლის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტის და 4 გამგეობაში სპეციალისტის პოზიციაზე გამოცხადდა.
,,კონკურსანტებს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) 10 დღის განმავლობაში შეეძლოთ განაცხადი გაეკეთებინათ. თითოეულ კანდიდატს უფლება ჰქონდა განაცხადი ერთდროულად 5 ვაკანსიაზე წარედგინა. კონკურსი 25 თებერვალს გამოცხადდა და 6 მარტს დასრულდა. სულ შემოვიდა 80 კონკურსანტის 145 განაცხადი, აქედან პირველი ეტაპი 36 კანდიდატმა გადალახა. საპრეტენზიო კომისიის მიერ ტესტირების ეტაპზე ასევე დაშვებული იქნა 3 პირი, რომლებსაც განაცხადში მცირე ხარვეზები ჰქონდათ. ტესტირება დღეს 12 :00 და 3:00 საათზე ორ ეტაპად ტარდება. ის კანდიდატები რომლებიც ტესტირებაზე მინიმალურ ზღვარს გადალახავენ გასაუბრების ეტაოზე დაიშვებიან’’,- განუცხადა knews.ge-ს ბექა მაისურაძემ.
საჯარო მოხელეთა შესარჩევი საკონკურსო ტესტები 60 კითხვით არის განსაზღვრული. ტესტები მოიცავს კონსტიტუციას, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და ზოგად უნარ-ჩვევებს. კონკურსანტებმა გასაუბრებაზე მოსახვედრად 51%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.
ტესტირებას იუსტიციის სასწავლო ცენტრი გურჯაანის იუსტიციის სახლში ატარებს.