კახეთში ამაღამ -3 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდი კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. “15-17 მარტს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა +6+11 გრადუსამდე გათბება. 18-19 მარტს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექი შენარჩუნდება. ღამის სათებში შესაძლებელია დაფიქსირდეს ჰაერის ტემპერატურის უარყოფითი მნიშვნელობები. 20 მარტიდან კვლავ მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი”, – განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში. 16-17 მარტს კახეთშივცვალებადი ამინდის გამო ტემპერატურა დაეცემა. რეგიონის სხვადასხვა ქალაქში, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 მარტიდან თვის ბოლომდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +10+16 გრადუსი იქნება, ღამით კი ჰაერი +2 +7 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება დღევანდელი ამინდის პროგნოზს, კახეთის რეგიონში იქროლებს დასავლეთის ქარი, საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა.