ახალი ამბები

თელავში გარემოსდაცვითი აქცია გაიმართება

ღონისძიება თელავის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით ჩატარდება.

,,19 მარტს თელავი უერთდება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით აქციას. ამ დღეს მსოფლიო 1 საათით აქრობს შუქს. შაბათს კარგ ამინდს ველოდებით. ასე, რომ 20 საათზე ყველა ვიკრიბებით თელავის თეატრის წინ. თქვენ წინ გელით ვოკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფების კონცერტი. ერთად ვებრძოლოთ კლიმატის ცვლილებას”, – განუცხადა Knews.ge-ს ეკოკლუბის წარმომადგენელმა გიორგი ორკოდაშვილმა.

გარემოსდაცვითი აქცია 20:00 საათზე დაიწყება.