ახალი ამბები

ლაგოდეხში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინდა

როგორც knews.ge-ს უწყებაში განუცხადეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ რცხილას სახეობის ხე-ტყე.

“შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს”, – განუცხადეს knews.ge-ს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.