ახალი ამბები

თელავის გენდერის მედიაცენტრს მადლობის სიგელი გადაეცა

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ „წლის ქალი 2016“ ღონისძიებაზე განაცხადა, გენდერის მედიაცენტრი მნიშვნელოვან  როლს ასრულებს ადგილობრივ დონეზე.   ინიციატივები, რომელსაც ცენტრი საზოგადოების ჩართულობით აყენებს, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და  ქალთა აქტიურ ჩართულობას უწყობს ხელს, რაც აჯანსაღებს გარემოს.

თელავის გენდერის მედიაცენტრი ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწრობისათვის“  მხარდაჭერით შეიქმნა და  საქართველოს 10 ქალაქთან ერთად უკვე 2 წელია აქტიურად მუშაობს ქალთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობის მხარდასაჭერად, ორგანიზაცია ახორციელებს სხვადასახვა ტიპის ღონისძიებებს  გენდერული თანასწორობის საკითზებზე.

გენდერის მედიაცენტრის აქტივობებსა და სხვასახვა ღონისძიებებს მხარს უჭერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი IFES.