საქართველოში ყველის მუზეუმის გახსნა იგეგმება
მისი განცხადებით, არქეოლოგიურად დადასტურებულია, რომ საქართველოს ყველის წარმოების 80 საუკუნოვანი ისტორია აქვს, არსებობს შესაბამისი არტეფაქტებიც, რომელთა ერთ სივრცეში გაერთიანება შესაძლებელია. მუზეუმის კონცეფცია ყველის ადგილზე წარმოების იდეასაც მოიცავს. სამთავრობო სტრუქტურები უკვე დაინტერესდნენ მიქაძის იდეით.
,,მსოფლიო ყველი თავად ითვლის 4 000 წელს და აღმოჩნდა, რომ ჩვენ, ქართველებს, გვაქვს 80 საკუნის წინანდელი საყველიე ჭურჭელი. არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალის სიუხვის ფონზე, აუცილებელია გვქონდეს ერთი ასეთი სივრცე, რითაც აუცილებლად შიდა მომხმარებელსაც დავაინტერესებთდა მოვიზიდავთ მსოფლიო გურმანებსაც. მალე მუზეუმის საცდელი მცირე მოდელის დემონსტრირება მოხდება,”- განუცხადა PALITRANEWS-ს იდეის ავტორმა ანა მიქაძემ.