ფრანს-პრესი – თარხან ბათირაშვილი გადარჩა, თუმცა მძიმედ დაიჭრა
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება.
როგორც euronews.ge წერს, ამის შესახებ სააგენტო “ფრანს-პრესს” განუცხადა.
“მათი წყაროების მიხედვით, 4 მარტს აშშ-ს მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანიგადაურჩა, თუმცა მძიმედ დაიჭრა. დაიღუპნენ მისი პირადი მცველები. ის არ არის ლიკვიდირებული”, – განუცხადა სააგენტოს ლონდონში მდებარე ადამიანის უფლებების სირიული ობსერვატორიის დირექტორმა რამი აბდელ რაჰმანმა.
მისივე განმარტებით, ბათირაშვილი გადაიყვანეს ჰასაკის პროვინციიდან რაქას ჰოსპიტალში, სადაც მას ევროპული წარმოშობის ჯიჰადისტმა ექიმმა უმკურნალა.
ტელეკომპნაია CNN-მა და საინფორმაციო სააგენტო “როიტერმა” გუშინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით პანკისელი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, სავარაუდოდ, აშშ-ს მიერ სირიაში პარასკევს განხორციელებულ ავიაიერიშს ემსხვერპლა. პენტაგონის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ალ-შიშანის ლიკვიდაციის სირიაში საჰაერო ოპერაცია ჩატარდა, თუმცა დაბომბვის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.
თარხან ბათირაშვილის გარდაცვალებას არც პანკისის ხეობაში არ ადასტურებენ. ხეობის იმამმა ომარ ხანგოშვილმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა, რომ ბათირაშვილის შესაძლო გარდაცვალების შესახებ არაფერი არ იცის.
როგორც ცნობილია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავს შეყვანილი და მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარის ჯილდო აქვს დაწესებული.