CNN – პანკისელი ტერორისტი თარხან ბათირაშვილი მოკლეს
დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აბუ ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციის მიზნით, რომელიც ISIS-ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მეთაურად ითვლება, საჰაერო ოპერაცია ჩატარდა. არსებული ცნობით, ბათირაშვილის ლიკვიდაციას პენტაგონიც ადასტურებს. მისი გარდაცვალების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა არცერთხელ არ დადასტურდა.
როგორც ცნობილია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავს შეყვანილი და მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარის ჯილდო აქვს დაწესებული.