სახალხო დამცველი – საქართველოს სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში
„საქართველოს სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, მეტი ქალის ხმა გადაწყვეტილების მიღების, მშვიდობის მშენებლობისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესებში. ხშირად გვესმის არგუმენტი, რომ თავად ქალებს არ სურთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არგუმენტი მხოლოდ იმ ადამიანს შეიძლება ეჩვენოს დამაჯერებლად, რომელსაც არ უნახავს ქალები საქართველოში – უფლებადამცველი, ლიდერი, სოფლად მცხოვრები, აქტიური ქალები, რომლებიც ყოველდღიურად ცვლიან თავიანთი თემის ყოფას. ჩვენ გვჭირდება კვოტირების სისტემა, რომ დავძლიოთ არსებული უთანასწორობა და მოვხსნათ უხილავი ბარიერები“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ომბუდსმენის აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესება, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან სწორედ ამ გზით განმტკიცდება თანასწორუფლებიანობის იდეა პრაქტიკულ ცხოვრებაში.