ახმეტაში 1 200 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ” შპს “აგროარომა ჯგუფს” 324 000 ლარად ქალაქ ახმეტაში, ორბელიანის ქუჩაზე მდებარე 70754 კვ. მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა–ნაგებობა გადასცა.
,,შპს “აგროარომა ჯგუფი” ეთერზეთების, ცხოველების საკვების და ტექსტილის ნაწარმის მწარმოებელ საწარმოს შექმნის, რისთვისაც არანაკლებ 1 200 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში სულ მცირე 62 ადამიანი დასაქმდება. პროდუქცია გათვლილია ევროპის და ამერიკის ბაზრებზე გასატანად”, – აცხადებენ სამინისტროში.